უცხოური მედია

BBC: ღაზას სექტორში დაიბომბა შენობა, სადაც „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული (ვიდეო)

Nusagi

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად მათ ღაზას სექტორში ის შენობა დაბომბეს, რომელშიც საერთაშორისო მედიის ოფისები იყო განთავსებული. როგორც BBC იუწყება, საუბარია „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისებზე.

სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა და შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

აღნიშნული მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია დაბომბვის  მიზეზი. მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,052 ნახვა
%d bloggers like this: