სოციალური ქსელები და მედია

ახალი ფუნქცია- Facebook სტატიის გაზიარებამდე მის წაკითხვას გაიძულებთ

Nusagi

შემდგომში, როდესაც თქვენ შეეცდებით გააზიაროთ სტატია ისე, რომ თავად წაკითხული არ გექნებათ, ფეისბუქი მოგთხოვთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ. კომპანია ახალი ფუნქციის ტესტირებას იწყებს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გახსნას და წაიკითხოს სტატია, სანამ მას გააზიარებს. ამის შესახებ გამოცემა VOX წერს.

ფეისბუქის ეს ნაბიჯი მაგალითია იმის, თუ როგორ ცდილობენ სოციალურ ქსელებში მომუშავე კომპანიები შეაჩერონ დეზინფორმაციისა და მავნე ზემოქმედების კონტენტის გავრცელება საკუთარ პლატფორმაზე.

სოციალური ქსელების მკვლევართა ნაწილი უკვე დიდი ხანია, ითხოვს მსგავსი ფუნქციის დამატებას. ისინი იმედოვნებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანენ პროვოკაციულ სათაურებზე იმ ადამიანების რეაქციას, რომლებიც სტატიას ფაქტიურად არ კითხულობენ და რეალურად, არ აქვთ წარმოდგენა ნიუსის კონტექსტზე.

ფეისბუქმა აღნიშნული სიახლის შესახებ Twitter-ზე განაცხადა და ილუსტრაციაც გამოაქვეყნა.

თუ თქვენ გახსნით სტატიას წაუკითხავად, ფეისბუქი გეტყვით :

„თქვენ აპირებთ გააზიაროთ ეს სტატია გაუხსნელად. წაუკითხავად სტატიის პუბლიკაცია ნიშნავს, რომ შესაძლოა, თქვენ მთავარი ფაქტი დაგრჩეთ ყურადღების მიღმა. .

ამის შემდეგ კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს, ან თავიდან გახსნას სტატია, ან გააგრძელოს გაზიარება წაკითხვის გარეშე.

არსებობს ვარაუდი და წინასწარი ნიშნები იმისა, რომ თუ ეს ფუნქცია სრულად არ აღმოფხვრის ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, ადამიანებს ახალი ამბების გაცნობაში მაინც დაეხმარება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: