პოლიტიკა

ლევან ვასაძე პრეზიდენტს – ქალბატონო სალომე, ხომ არ სჯობს, რომ გადადგეთ თანამდებობიდან

Nusagi

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”- ს დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, თანამდებობა დატოვოს.

როგორც მან მხარდამჭერებთან შეხვედრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს.

“მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ქალბატონი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას. გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფო საპრეზიდენტო ინსტიტუტი არსებობს, თქვენ ბევრი არაფრის უფლება არ გეძლევათ, მაგრამ გვაოცებს ის, რომ იმ უფლების ფარგლებში,რომლებიც გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს. არ ვიცი, გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან “უპრაგონოდ” გამოშვება თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა ვილაპარაკო. თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, რადგან საზღვარი არ უჩანს ჩვენს უბედურებას, რადგან ყველაფერი, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, ვიდრე კიდევ ერთი უბედურება არ დაგვმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი  და არ მოგვცეს ბრძანება, შეიწყალოს ის, ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ სჯობს, რომ დაანახოთ ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამას იმით, რომ გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი ქვეყნისა და ერის წინაშე”, – განაცხადა ვასაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: