პოლიტიკა

ორწელიწად-ნახევარია კაცი არ მინახავს- ნიკა მელია სააკაშვილთან კიევში გაემგზავრა

Nusagi

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ თანახმად, უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ პარტიის წევრები: კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

როგორც „ფორმულას“ უკრაინაში გაფრენის წინ უთხრა ნიკა მელიამ, იგი ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.

“ორწელიწად-ნახევარია კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს, მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის – თავისას”, – უთხრა მელიამ „ფორმულას“.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გრძელდება კონსულტაციები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ნიკა მელიას გირაო – 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას, თავისი ანგარიშის გავლით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: