პოლიტიკა

პარლამენტში პარტიული აჯაფსანდალი ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს

Nusagi

პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ეს პარტიული აჯაფსანდალი, ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ხალხისგან განცალკევებით დგას.

„ჩვენ გვითხრეს, რაც უფრო მეტი პარტია იქნება შეყრილი პარლამენტში, მით უფრო კარგად წარიმართება ქვეყანა, შეხედეთ, ხალხო, რა ხდება?! პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ამ სხვადასხვა პარტიების გაუთავებელი ქიშპობა, ცილობა ერთმანეთში. ამ რაღაც კალეიდოსკოპს თვეებია ვუსმენთ და გვექმნება მკაფიო განცდა, რომ ამ ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკეა, ამაში ძალიან ცდებიან! მაპატიეთ და ეს პარტიული აჯაფსანდალი, როცა შემოჰქონდათ, მაშინ ვთქვით, რომ ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს. ამას ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები ვამბობდით, არა ერთი და ორი წელია“, – განაცხადა ვასაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: