საზოგადოება

დმანისის შესასვლელთან ადამიანთა ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა

Nusagi

ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანის მძღოლმა აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მათ შორის ძალოვან უწყებას მუნიციპალიტეტისკენ მიმავალი გზა პოლიციის ავტობუსით აქვს გადაკეტილი.

ადამიანების ნაწილმა გზის გადაკეტვის გამო, საკუთარი მანქანები ადგილზე დატოვეს და ამ დროისთვის დმანისისკენ ფეხით მიემართებიან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,983 ნახვა
%d bloggers like this: