საზოგადოება

დმანისში კვლავ დაპირისპირებაა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მედიასაშუალებებმა ეთნიკური შუღლის გაღვივებას შეუწყეს ხელი

Nusagi

ქალაქ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა.

დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტროს წარმომადგენლები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა დმანისში ეთნიკური შუღლის გაღვივებას შეუწყო ხელი და დღეს უკვე ასეთი სიტუაცია მივიღეთ.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,052 ნახვა
%d bloggers like this: