ჯანდაცვა

Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინების კვლევებმა მათი 97%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

Nusagi

ვაქცინების ეფექტიანობის კვლევებმა აჩვენა, რომ Sinovac-ის და AstraZeneca-ს პრეპარატებმა 97 ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ thethaiger.com იუწყება.

როგორც ტაილანდის ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, AstraZeneca ერთი დოზის მიღების შემდეგ იმუნური რეაქცია კვლევებში მონაწილეთა 97%-ს დაუფიქსირდა.

რაც შეეხება, Sinovac-ს, მისი ერთი დოზის მიღების შემდეგ სამ კვირაში იმუნიტეტი 66%-ის შემთხვევაში ამოქმედდა, ხოლო ოთხი კვირის შემდეგ მეორე ინექციის შემდეგ ამ მაჩვენებელმა 99,49% შეადგინა.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ანტისხეულები ქალების 100%-ს და კაცების 93%-ს დაუდგინდა. საბოლოო ჯამში კვლევებმა დაადასტურა, რომ Sinovac და AstraZeneca Covid 19-თან ბრძოლის ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: