საზოგადოება

შეუძლოდ მყოფი ამერიკელი ფოტოგრაფი და მწყემსი ომალოდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს. უწყების ცნობით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მეცხვარეებთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი, რომელიც იყო შეუძლოდ და საავადმყოფოში გადასაყვანად ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ასევე, ომალოს მიმდებარედ, მთაში, მწყემსებისთვის განკუთვნილ შენობაში იმყოფებოდა მწყემსი, 61 წლის მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასევე, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

აღნიშნულ ლოკაციებზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეტყობინებებზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა. ომალოს მიმართულებით, მეხანძრე-მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გავიდნენ.

მეხანძრე-მაშველების მიერ ორივე მოქალაქე უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: