საზოგადოება

დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ზუგდიდში დევნილებისთვის 600 ბინის გადაცემის საკითხზე მუშაობას იწყებს

Nusagi

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიმდინარე წელს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 1942 იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარება.

მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ და დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. საცხოვრებელი ფართები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:
 ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა;
 ოროთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;
 სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 2,5 ან მეტი ქულა;
 ოთხოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 9,5 ან მეტი ქულა;
 3+2 ოთახი – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;
 3+3 ოთახი – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 2,5 ან მეტი ქულა.

ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე – www.idp.gov.ge.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: