პოლიტიკა

მოჭარბებული აქვთ ენერგია, გაუნათლებლობა და დროდადრო ასეთ პროპაგანდისტულ ლოზუნგებს წამოროშავენ ხოლმე

Nusagi

მაინტერესებდა, ვინ იყო ეს ახალგაზრდა, მაგრამ შემდეგ გავიაზრე, რომ ეს არის ის, რასაც ასწავლიან. რაც მას წამოცდა, არის გაუნათლებლობის და არაპროფესიონალიზმის შედეგი,-ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ, დმანისის მოვლენების შეფასებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ „გარეჯი საქართველოა“ უპასუხისმგებლო იდიოტების ნათქვამია.  

ბარამიძის თქმით, სახელმწიფოში აღიზარდა თაობა, რომელსაც გაცნობიერებული არ აქვს, რა არის სახელმწიფოებრიობა.

„მოჭარბებული აქვთ ენერგია, ამავდროულად გაუნათლებლობა და დროდადრო ასეთ პროპაგანდისტულ ლოზუნგებს წამოროშავენ ხოლმე. დავით გარეჯი მარტო ისტორიული ძეგლი არ არის, ეს არის ქართული თვითმყოფადობის, იდენტობის დამადასტურებელი რამ. 1616 წელს, როდესაც შაჰ-აბასის ურდოები შემოესივნენ გარეჯს და 6 000 ჩვენი ბერი გაწყვიტეს, ეს პასაჟი წარმოვიდგინე, დამაშვრალი მოღვაწე, ჩვენი წინაპარი, რომელიც მახვილის წინაშე იდგა და ფიქრობდა, რომ მე, ვეწირები ჩემს რწმენას, სამშობლოს, უფალს სამშობლოს სიყვარულისთვის და დღეს კი, 21-ე საუკუნეში, დღის წესრიგში დგას – არის თუ არა გარეჯი საქართველო“,-განაცხადა გიგლა ბარამიძემ ტვ-ობიექტივის ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: