უცხოური მედია

ფლორიდაში, 2-მეტრიანი ალიგატორი გაჩერებაზე მდგომ ხალხს გაეკიდა

Nusagi

ზოგჯერ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედო, რომ სხვისი ლუკმა არ გახდე,-ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატიები ფლორიდის ადგილობრივ პრესაში. 

მედიის ინფორმაციით, უზარმაზარი ალიგატორი Wendy’s -თან, გაჩერებაზე გამოჩნდა და ადამიანებს გაეკიდა. საბედნიეროდ, სამართალდამცველებმა მოახერხეს და ხალხი ქვეწარმავლისგან გადაარჩინეს .

ინციდენტი ფლორიდის შტატში, ქალაქ Lehigh Acres-ში მოხდა. 2-მეტრიანი ალიგატორი, როგორც ჩანს, ცდილობდა, ერთი წყალსაცავიდან მეორეში გადასულიყო და ავტობუსის გაჩერებაზე მოხვდა.

ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტი იტყობინება, რომ ცხოველი რამდენიმე ადამიანს გაეკიდა. 

ოლქის შერიფმა ტვიტერზე დაწერა: „პოლიციელები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, როდესაც მათ შეატყობინეს, რომ 6-ფუტიანი ალიგატორი ადამიანებს დასდევდა. შესაძლოა, მას უბრალოდ, შიოდა, ჩისბურგერი უნდოდა, თუმცა ბევრი შეაშინა. ჩვენ ის მშვიდობით გავარიდეთ შემთხვევის ადგილს“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: