პოლიტიკა

ოპოზიციისგან გაკეთდა განცხადებები, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ

Nusagi

ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა EURACTIV-თან ინტერვიუში აცხადებს.

კუჭავას თქმით, ის დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში და იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ 43%-ზე ნაკლებით მოიგებს, ეს გამოიწვევს შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტის გააქტიურებას და დაიწყება მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნების თარიღზე შეთანხმებისთვის.

„ადრეული გამოკითხვების გათვალისწინებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი 43%-ზე ნაკლების აღებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ისინი კვლავ პარლამენტში დაბრუნდნენ და მათი აზრით, მათ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად გარეთ რჩება, ჩვენ კვლავ ვხედავთ კარვებს პარლამენტის წინ“, – განაცხადა კუჭავამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,003 ნახვა
%d bloggers like this: