ეკონომიკა

USAID საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის

Nusagi

USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს.

ხელმოწერას ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისასალმებელ სიტყვებში მათ ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და და საქართველოს განვითარების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ახალი შეთანხმების საფუძველზე USAID დაიწყებს 2020 წლის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სრულად განხორციელებას. ახალი სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.

„არსებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“-განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: