საზოგადოება

გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი- ჩვენი საყვარელი ბაბუა, ბოლოს და ბოლოს, უბრუნდება სამშობლოს

Nusagi

განსაკუთრებული ემოცია გვეუფლება შვილიშვილებს, რადგან ჩვენი საყვარელი ბაბუა, გიორგი კვინიტაძე, ბოლოს და ბოლოს, უბრუნდება საკუთარ სამშობლოს, მიწას,- ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა მერაბ ოდიშელიძემ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში გენერლის საფრანგეთიდან სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვინიტაძე მისთვის არის პატრიოტიზმის და სიმამაცის მაგალითი.

„სამშობლოდან 100 წლის წინ წასული საქართველოს ჯარის მხედართმთავარი ბრუნდება თავის ქვეყანაში. საფრანგეთში მისი ოთხი თაობა ვცხოვრობთ და ჩვენთვის ის იყო სიმამაცის და პატრიოტიზმის მაგალითი, მაგრამ ამავდროულად იყო მაგალითი სიძლიერის. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იყო, საკუთარ თავს სხვაზე ძლიერად არასდროს თვლიდა. იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობის ქართველებისთვისაც ჩვენი ბაბუა, გენერალი გიორგი კვინიტაძე იქნება სიმამაცის, თავდადებისა და პატრიოტიზმის მაგალითი. მადლობა ყველას, ქართველ ერს, ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა მერაბ ოდიშელიძემ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: