საზოგადოება

„გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენება, ისტორიული მოვლენაა“- ჯუანშერ ბურჭულაძე

Nusagi

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა , ეს ისტორიული მოვლენაა.

„დღეს საფრანგეთიდან ჩამოვასვენეთ ჩვენი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენ უახლეს ისტორიაში. 22-26 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, 26 მაისს გენერლის ნეშტს გადავასვენებთ მთაწმინდის პანთეონში“,-აღნიშნავს ბურჭულაძე.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: