განათლება

თუ თქვენი დიპლომის სახელმწიფოსგან აღიარება გსურთ – ნახეთ რა ცვლილებაა მინისტრის ბრძანებაში

Nusagi

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა, დოკუმენტი 21 მაისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის ახალ რედაქციაში საუბარია, რომ დაინტერესებულ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების აღიარება სურს, გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

„დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას.

„განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა მტკიცდება მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი პირის/ორგანოს სამართლებრივი აქტით. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება  2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ).

დოკუმენტში ასევე ახალი რედაქციითაა ჩამოყალიბებული უმაღლესი განათლების აღიარების საფასური:

„ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი;“

მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა, ასევე ცვლილება შეიტანა „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში, სადაც გარკვეული პირებისთვის უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფასური განისაზღვრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან მისი დუბლიკატის გაცემის საფასურია 10 სამუშაო დღის განმავლობაში სტანდარტული წარმოებისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 100 (ასი) ლარი“, – ნათქვამია დოკუმენტში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე).

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,069 ნახვა
%d bloggers like this: