პოლიტიკა

ნიკა მელია: ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება

Nusagi

ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება – ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, რომ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღო.

„მე მგონი ყველასთვის ცნობილია დღიდან ჩემი გათავისუფლებისა, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს ორი კვირა ან 20 დღე და მე ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. პირველ რიგში პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას, ეს რომ გამეკეთებინა მერწმუნეთ ძალიან გაუმართლებელი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა დაახლოებით უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება – არ გაგრძელებასთან დაკავშირებით – მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც გამოვიყენე და დღეიდან ახლაც კი შეხვედრა მაქვს კოლეგებთან, მერე ხვალ, რა თქმა უნდა, გრძელდება, შემდეგ რეგიონებში გავდივარ და თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით გადაწყვეტილების მისაღებად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ყოფილა და იქნება, ალბათ, საკითხები სადაც აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, მაგრამ ძალიან მოხარულია, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ის და სააკაშვილი თანხმდებიან, იმიტომ რომ არის საღი აზრი და შეუძლებელია არ მიიღო რაციონალურად სწორი გადაწყვეტილება.

„გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანი არ მინახავს ორწელიწადნახევარი და როდესაც „ნაცმოძრაობის“ რიგით წევრს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სხვა კოლეგებს ვეკითხები, მათი აზრი მაინტერესებს – არ არის გასაკვირი, რომ როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, ავიღე ბილეთი, ჩავედი და ვისაუბრეთ ძალიან ნაყოფიერად. ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი, შიგნით თუ გარეთ არ დარჩება ნასიამოვნები იმით, რომ ჩვენს შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება ის, რაც მათ სურთ. მათ სურთ კონფლიქტი ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და ეს არ იქნება. ქვეყნის წინაშე გამოწვევები არის მნიშვნელოვნად დიდი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს პირველ რიგში ერთობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით“, – განაცხადა მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: