პოლიტიკა

ჩასაფრებულ ადამიანებს სურთ კონფლიქტი ჩემსა და სააკაშვილს შორის, ეს არ მოხდება

Nusagi

ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. მისივე თქმით, სწორი არჩევანი გააკეთა, რომ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღო.

„მე მგონი ყველასთვის ცნობილია დღიდან ჩემი გათავისუფლებისა, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს ორი კვირა ან 20 დღე და მე ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. იმიტომ, რომ პირველ რიგში პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი ბლოკი „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში ვინც არის გაერთიანებული. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას, ეს რომ გამეკეთებინა მერწმუნეთ ძალიან არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა დაახლოებით უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება – არ გაგრძელებასთან დაკავშირებით – მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც გამოვიყენე და დღეიდან ახლაც კი შეხვედრა მაქვს კოლეგებთან, მერე ხვალ, რა თქმა უნდა, გრძელდება, ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და მე ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს. ყოფილა და იქნება ალბათ, საკითხები სადაც აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით იმიტომ, რომ არის საღი აზრი და შეუძლებელია არ მიიღო რაციონალურად სწორი გადაწყვეტილება.

გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს ადამიანი, არ მინახავს ორწელიწადნახევარი და როდესაც რიგით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დასაფასაბელ ძვირფას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სხვა კოლეგებს ვეკითხები, მათი აზრი მაინტერესებს – არ არის გასაკვირი, რომ როგორც კი მომეცა შესაძლებლობა ავიღე ბილეთი ჩავედი და ვისაუბრეთ ძალიან ნაყოფიერად. ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი შიგნით თუ გარეთ არამგონია დარჩეს ნასიამოვნები იმით, რომ ჩვენს შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება ის, რაც მათ სურთ. მათ სურთ კონფლიქტი ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და ეს არ იქნება. ქვეყნის წინაშე გამოწვევები არის მნიშვნელოვნად დიდი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს პირველ რიგში ერთობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით“, – განაცხადა მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: