Uncategorized

გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შეაჩერონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესი

Nusagi

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა  „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს არალეგიტიმური და უკანონო პროცესია, რომელიც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ დროულად „მოეგება გონს“, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრ მოქმედებებს და მათ შორის საპროტესტო აქციებს აანონსებს დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან.

„მომავალ კვირას „ქართული ოცნება“ მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ხაზგასმით უნდა აღვნოშნო, რომ ეს ეწინააღმდეგება 19 პრილის შარლ მიშელის შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც შეთანხმების დოკუმენტით უნდა განხორციელდეს საქართველოში. უფრო მეტიც, მესამე პუნქტის მესამე ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად. მედიატორებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა ხელმომწერ მხარესთან, „ქართული ოცნების“ ჩათვლით. მათი პოზიცია ცნობილია, ისინიც მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეჩერება იუსტიციის უმაღესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის და განისაზღვროს ახალი პროცედურა, რომელსაც მეტი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან. მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივმართავ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ ლიდერს და რაც მთავარია, მივმართავ სასამართლოში „კლანს“, მეგობრებო, მესმის, რომ თქვენ შეიძლება სურვილი გაქვთ, სწრაფად ჩაფარცხოთ ეს საკითხი, მაგრამ ასე არ გამოვა. ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, ეს დანიშვნები იქნება არალეგიტიმური და უკანონო, შეთანხმების სულისკვეთების საწინააღნდეგო, ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩერეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი, ისევე როგორც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდო დანიშვნის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს უფრო მკაცრ ზომებს მივმართოთ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უკანონო, არალეგიტიმური არჩევის პროცესი, რომლითაც „კლანს“ კიდევ ერთხელ უნდა, რომ გაამყაროს თავისი ძალაუფლება სასამართლოში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე თუ მოგვიწევს, რა თქმა უნდა, საპროტესტო ღონისძიებითაც. ამიტომ, იმედი მაქვს, დროულად გონს მოეგება „ქართული ოცნება“,-განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,286 ნახვა
%d bloggers like this: