პოლიტიკა

ლევან ვასაძე- მსგავსი პროექტების განხორციელებისას პირველი პირობა უნდა იყოს მოსახლეობის თანხმობა

Nusagi

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. აქციას რამდენიმე არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, აქციაზე იმყოფებიან როგორც კონკრეტული სუბიექტები, ამიტომ საჯარო განცხადებების გაკეთებას ერიდებიან.

მათი ნაწილი ფიქრობს, რომ კონტრაქტი უნდა იყოს შესწავლილი და მხოლოდ შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება. ნაწილი კი აცხადებს, რომ საქართველოში გიგანტური ჰესები საერთოდ არ უნდა აშენდეს.

ახლად შექმნილი მოძრაობის „ერთობა რაობა იმედის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდა. მისივე თქმით, პროექტი ამ სახით არ უნდა განხორციელდეს.

„პირველი პირობა მსგავსი პროექტის განხორციელებისა, არის ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა, მეორე პირობა კი ის არის, რომ მსგავსი სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტი უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: