ეკონომიკა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციას გააგრძელებს მოსახლეობასთან

Nusagi

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საკითხზე ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციას გააგრძელებს მოსახლეობასთან.

„ნებისმიერი მსგავსი საკითხი ექსპერტული ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, იმისთვის, რომ მათ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ჰქონდეთ ინფრომაცია. ესაა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ცხადია, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან – ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თბილისში მართავენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მათ მთავარ მოთხოვნად კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა სახელდება.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,697 ნახვა
%d bloggers like this: