განათლება

„პანაცეა“ ერთ-ერთი კოლეჯია საექთნო სფეროში, რომელიც  ხარისხიან განათლებას იძლევა“ – როგორ ახასიათებენ დამსაქმებლები

Nusagi

საზოგადოებრივი კოლეჯიპანაცეააგრძელებს რუბრიკას მე ვარ ექთანი! ვამაყობ ჩემი პროფესიით!“ რომელიც მიზანად ისახავს ექთნის პროფესიის პოპულარიზაციას.

„პანაცეა“ერთ-ერთი კოლეჯია საექთნო სფეროში, რომელიც ხარისხიან განათლებას იძლევა“ – ასე ახასიათებენ დამსაქმებლები, პარტნიორი კომპანიები საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“, რომელიც კურსდამთავრებულთა დასაქმების უპრეცედენტო სტატისტიკით ამაყობს – დასაქმების მაჩვენებელი 80-95 პროცენტია.

საზოგადოებრივი კოლეჯიპანაცეამისიაა, მოამზადოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური, კომპენტენტური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. კოლეჯის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყოფადობა, დამოუკიდებელ იდ აკრიტიკული აზროვნება, მედიცინის თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობისა და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს პროფესიულ სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.

ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლადპანაცეარეაგულარულად ატარებს კოლეჯის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო ტრეინინგებს.

მიმდინარე წლის 21 მაისს, სტუდენტური წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: „საჯარო გამოსვლა, ორატორობა, პრეზენტაცია, კომუნიკაცია, უკუკავშირი”, ტრეინინგს უძღვებოდა ტრენერი 25 -წლიანი გამოცდილებით, პროფესიული განათლების ექსპერტი ქნი თეა ცომაია

ტრეინინგი, როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის აუცილებელი აქტივობა, ჩატარდა ინტერაქტიული ფორმით. კოლეჯის აქტიური სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია ეფექტური  კომუნიკაციის და უკუკავშირის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მათი მოტივაციისა და ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით

ტრეინინგის დროს გამოყენებული იყო ინტერაქტიული  მეთოდებიჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობისათვის, რომელსაც პანაცეას სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი და ტრეინინგის ბოლოს  საინტერესო და ეფექტური პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყურადღება გამახვილდა იმ  საკითხებზეც, რომლებზეც პროფესიულ სტუდენტებს   ესაჭიროებათ ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: