საზოგადოება

„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

Nusagi

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორედ იუსტიციის სახლშია განთავსებული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: