უცხოური მედია

ჟურნალისტმა რომან პროტასევიჩმა თვითმფრინავის მგზავრებს განუცხადა, რომ მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა ელის

Nusagi

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ონლაინ ქსელმა Nexta-მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

BBC-ის ინფორმაციით, პროტასევიჩის გარდა მინსკში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, საუბარია ჟურნალისტის მეგობარ გოგონაზე, სოფია საპეგაზე.

ჟურნალისტმა რომან პროტასევიჩმა თვითმფრინავის მგზავრებს განუცხადა, რომ მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა ელოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ათენი-ვილნიუსის რეისის მგზავრების განცხადებით, მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა მოულოდნელად გეზი შეიცვალა, ბორტზე მყოფი ერთი ბიჭი ძალიან აღელდა.

„თვითმფრინავის მოულოდნელი შემობრუნების შემდეგ, ერთმა ბიჭმა [პროტასევიჩმა] პანიკა დაიწყო. მისი ბარგი ასაფრენ ბილიკზე გადაყარეს და ის გვერდით გაიყვანეს. ჩვენ მას ვკითხეთ, რა ხდებოდა, მან გვითხრა ვინ იყო და დაამატა: ”აქ სიკვდილით დასჯა მელოდება. ის კანკალებდა,“- განაცხადეს მგზავრებმა მედიასთან საუბარში.

მათი თქმით, თვითმფრინავის შებრუნებამდე ბორტზე არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. ერთ-ერთმა მგზავრმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ მგზავრები იქიდან გადაიყვანეს, მათი ნივთები კი ძაღლებს შეამოწმებინეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,984 ნახვა
%d bloggers like this: