პოლიტიკა

როცა თქმა სჯობს არათქმასა…- გიგლა ბარამიძე კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს მიმართავს

Nusagi

საქართველოში აშშ და ევროკავშირის ელჩებს, ქალბატონ კელი დეგნანს და ბატონ კარლ ჰარცელს, ანუ ” როცა თქმა სჯობს არათქმასა…”

ბატონებო, მოგმართავთ როგორც ელჩებს და ასევე იმ მისიების ხელმძღვანელებს, რომლებიც თქვენი სახით, მეგობარ სახელმწიფოში, დიპლომატიური მუშაობის გარდა, უფრო ფართო მასშტაბის ჩართულობასა და მოღვაწეობას ეწევა…

თქვენით ინიცირებული და მიშელ-დანიელსონის მიერ ბეჭედდასმული პოლიტიკური შერიგების საპარლამენტო ეპოპეა დასრულდა, დასრულდა თითქოს წარმატებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ “მეფე შიშველია”. მომლაპარაკებელ-ფასილიტატორები თავისი ჩაკეტილ-დახურული სივრცით ცალკე აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხი ცალკე.

რა შეიცვალა, რა მიიღო საქართველოს მოქალაქემ ? აღმოჩნდა, რომ თქვენი, პატივცემულო ელჩებო, პროფესიონალიზმი, მაღალი დიპლომატიური კლასი, გამოცდილება, უანგარო შრომა, კეთილი სურვილი დახმარებიდით სრულიად საქართველოს, თქვენგან დამოუკიდებლად, დავიდა ცალკეული პოლიტიკური ” გვამების” პარლამენტში დავანებით, და სამწუხაროდ პოლიტიკას ამოფარებული მძიმე ბიოგრაფიის ოდიოზური ტიპაჟების ( იხ. აშშ საელჩოს თანამშრომლის განცხად.) ხელმეორედ ამოტივტივებით….. ქვეყანა, კი ისევ ჩიხშია. ერი, ისევ დარჩა თავისი სატკივარის ამარა.

დაკარგული ტერიტორიები, უკონტროლო საზღვრები , მსოფლიო პოლიტიკური რუქიდან საქართველოს უპირობო გაქრობა, თანამოქალაქეთა პერმანენტული მოტაცებები, უკიდეგანო კორუფცია, არნახული უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის ,გახლეჩილი საზოგადოება , სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, ეფემერული დახმარებები, ნამოხვანჰესი, ანაკლია, გელათი, გარეჯი, კატასტროფული დემოგრაფია…. როგორც დღეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ( ნამოხვანის აქციას ვგულისხმობ) ხალხს არ აინტერესებს ვინ შევა და არ შევა პარლამენტში, ხალხს აინტერესებს სასიცოცხლო-სახელმწიფოებრივი პრობლემები და მათი იგნორირება, შეფუთვა ვითომ წარმატებული საპარლამენტო მოლაპარაკებებით , ცეცხლთან თამაშია !!! ქალბატონო კელი, და ეს თამაში , თქვენი დიდი თანამემამულე მწერლის ჯერომ სელინჯერის -” თამაში ჭვავის ყანაში ” (“the CATCHER in the RYE “) როდია, ეს უფრო ჩვენი დღევანდელი ქართული სინამდვილეა , დიდი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძისეული ” იყიდება საქართველოს ” მსგავსი…

გთხოვთ გაითვალისწინოთ, პატივისცემით – გრიგოლ( გიგლა ) ბარამიძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი , მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი პოლიტიკური დევნილი,-ნათქვამია მიმართვაში, რომელიც გიგლა ბარამიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,599 ნახვა
%d bloggers like this: