საზოგადოება

ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს, როგორ გავაგრძელოთ ახლა? ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი?

Nusagi

„ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!“ – ასე მიმართავს სმოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რიონის ხეობის მცველს, ვარლამ გოლეთიანს და რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც სირცხვილიას აქტივისტს სალომე ბარკერს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

„ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს. და როგორ გავაგრძელოთ ახლა? ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი?

არა ძმაო, პოლიცია რომ მოვა შენს გასაწევად, იცოდე პირველები ზუკა და მანქი მოვლენ!!! შენამდეც ვიდექით ჩაგრული მოქალაქეების გვერდით და შენს შემდეგაც იგივეს ვაპირებთ!

მე ვიცი რას ნიშნავს 300 დღე ქუჩაში დგომა და ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!,“ – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა. სირცხვილიას აქტივისტს სალომე ბარკერს აქციაზე ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა.

როგორც სალომე ბარკერი აცხადებს, ის აქციაზე მეგობრებთან ერთად ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად იყო მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ.

ბარკერსა და მის მეგობრებს აქციის მონაწილეებმა პროვოკატორები უწოდეს და მოთხოვნა წაუყენეს, რომ ლგბტ სამკლავური მოეხსნა. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს. „პროვოკაციისთვის” არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,670 ნახვა
%d bloggers like this: