უცხოური მედია

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღო

Nusagi

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღო.

ევროკავშირი ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას მტკიცედ გმობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ევროკავშირი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს აღნიშნული უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი. გარდა ამისა, ევროკავშირის სამიტი საბჭოს მოუწოდებს, დამატებითი პირები და ორგანიზაციები სასანქციო სიაში შეიყვანოს და შემდგომი ეკონომიკური სანქციები დააწესოს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ასევე მოუწოდებენ ევროპელ გადამზიდავებს, თავიდან აიცილონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება.

„სამიტი საბჭოს მოუწოდებს, საჭირო ზომები მიიღოს, რათა ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ოპერირება აუკრძალოს და ამგვარ ავიაკომპანიებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აეროპორტებზე წვდომა შეუზღუდოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: