საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადებაა

Nusagi

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით მზადება მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე მოეწყობა სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი. როგორც თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა აღნიშნა, ხვალ ფიცს დადებს 247 რეკრუტი.

„მინდა, წინასწარ მივულოცო საქართველოს 26 მაისი. განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ, საზეიმო ვითარებაში ფიცს დადებს 247 რეკრუტი. პანდემიის გამო, წელს ძალიან მოკრძალებულად გაიმართება 26 მაისის ღონისძიება. ღონისძიება დაიხურება „სუ-25“-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, – განაცხადა გიორგი გოგოჭურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: