უცხოური მედია

მალიში კვლავ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

Nusagi

მალის რესპუბლიკაში ბოლო 9 თვის მანძილზე მეორე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ძალოვანებმა დააპატიმრეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბა ნდაო, პრემიერ-მინისტრი მოკტარ უანა და თავდაცვის მინისტრი სულეიმან დუკურა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ცნობილია, რომ დაპატიმრება მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას მოაწერა ხელი. კაბინეტში ვერ მოხვდა შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი . სააგენტო AP-ს ცნობით, დედაქალაქის ქუჩებში ჯავშანტექნიკა მოძრაობს.

ქვეყანაში დროებითი მთავრობა 2020 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზაზე ამბოხის შედეგად, ძალოვანებმა ხელისუფლებას ჩამოაცილეს იბრაჰიმ ბუბაკარა კეიტი და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ბუბუ სისე. რიგგარეშე რჩევნები 2022 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: