პოლიტიკა

„სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრები“ – ბექა დავითულიანი

Nusagi

„103 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლეს და დღესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა სწორედ, 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტზე დაფუძნებული. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები და ჩვენც ალყაში აღმოვჩნდით. დღეს სიტუაცია განსხვავებულია, განსხვავებულია კონტექსტი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებიც, თუმცა იგივე რჩება ზრახვები რუსეთის მხრიდან და ნათლად ვხედავთ რეგიონში იგივე ტიპის გეოპოლიტიკური არქიტექტურის შექმნის მცდელობას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ გვეყოფა კეთილგონიერება დავდგეთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მიზნისთვის, მოვრიგდეთ წითელ ხაზებზე, რომლის მიღმაც მთავრდება კონკურენცია და იწყება ქვეყნის ინტერესების დაზიანება.

დაკარგული ექვსი თვის შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო მიღწეულ შეთანხმება ამ მხრივ იმედის მომცემი ფაქტია და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის ჩვენეული ინტერპრეტაციას კი არ უნდა ვეწეოდეთ ზოგიერთ შემთხვევაში, არამედ უნდა ვცდილობდეთ ამ დოკუმენტის სულისკვეთებით მომავალი თანამშრომლობის განხორციელებას, რადგან არავის მსოფლიოში, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, არც ერთ პარტნიორს არ ჰქონდეს იმის ეჭვი, რომ ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ბექა დავითულიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,559 ნახვა
%d bloggers like this: