სამართალი

ამნისტია უნდა იყოს სამართლიანი და არ დარჩეს ადამიანთა ჯგუფი განაწყენებული, შეურაცხყოფილი

Nusagi

თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, ჩვენ მითუმეტეს არ გვსურს, – ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთო კონსენსუსი იყოს მიღწეული.

„ეს იყო ინიციატივა ჩვენი მედიატორების, ჩვენი უცხოელი მედიატორების და პარტნიორების, რომელთაც სურთ, გადაიტვირთოს თემები. 20 ივნისი იყო გადატვირთვის თემა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს.

ამიტომ, თუ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ „ქართულ ოცნებას” არ უნდა ამნისტია და არ სჭირდება ამნისტია მეორე მხარეს, „ლელომ” შეიძლება თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია. ამიტომ, იცით, რომ გადავდეთ ამნისტიის განხილვა, გუშინ დავაყენეთ საკითხი იმიტომ, რომ სანამ ამ საკითხზე არ იქნება კონსენსუსი, ხელოვნური არავის არაფერი სჭირდება ამ ქვეყანაში.

იცით, რომ ჩვენ შევიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტი, უნდა მოხდეს ამ პოზიციების შეჯერება, რომ ამნისტია იყოს სამართლიანი და არ დარჩეს ადამიანთა ჯგუფი განაწყენებული, შეურაცხყოფილი ამ კანონის მიღებით. ამიტომ, ამნისტია შერიგებას უნდა ემსახურებოდეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,984 ნახვა
%d bloggers like this: