პოლიტიკა

არასოდეს დამავიწყდება ათი წლის წინანდელი სისხლიანი ღამე, მას მერე მეზიზღება თქეში წვიმა

Nusagi

არასოდეს დამავიწყდება ათი წლის წინანდელი სისხლიანი ღამე. მას მერე მეზიზღება თქეში წვიმა. დღესაც მიღიზიანებს ყურთასმენას სასწრაფო თუ სახანძრო მანქანების “სირენები”,-ასე იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციას მისი ერთ-ერთი მონაწილე გია იმედიანი.

მისი თქმით, ორმა პოლიტიკოსმა, მათ ამბიციებს შეწირული ხალხი უმოწყალოდ სცემა, დახოცა და დღესაც არ გრძნობენ დანაშაულს და არ უნდათ ამისი აღიარება.

„ლაპარაკი არაა მათ მიერ ამ დანაშაულის მონანიებაზე ხალხისა და უფლის წინაშე. დიახ, ორმა ამბიციურმა პოლიტიკოსმა გააკეთა ეს.

ნინო ბურჯანაძემ, მანამდე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ტელევიზიის კიბეებიდან რუსთაველზე გადაიტანა და იქ გაიყოლა უამრავი ხალხი, სადაც სააკაშვილმა სასაკლაო მოაწყო. ბურჯანაძემ კარგად იცოდა რაც მოხდებოდა. მანამ მას თავისი თვალით ჰქონდა ნანახი, როგორ უსწორდებოდნენ ჯალათები ხალხს 2007 წლის 7 ნოემბერს, თუმცა მაშინ ქალბატონმა ნინომ ის სახელმწიფო მანქანა დაიცვა და გაამართლა. 4 წელიწადში კი, თავად შეუყარა ამ მანქანის მუხლუხოებს ქვეშ ხალხი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებებს.

დღეს მე ვუსამძიმრებ იმ სისხლიან ღამეს გარდაცვლილთა ოჯახებს. გული შემტკივა სამუდამოდ დასახიჩრებულ და თვალებდათხრილ ჩემს მეგობრებზე.

აქვე მოვითხოვ, არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო მანქანამ არ მიმართოს ძალისმიერ მეთოდებს იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს ქუჩაშია გამოსული და პროტესტს გამოხატავს ქართული მიწის ხანგრძლივი, თითქმის საუკუნიანი იჯარით თუნდაც დღეს ჩვენი მეგობარი, მაგრამ მაინც უცხო ქვეყნის ინვესტორებზე გადაცემას. ვიცი რომ, ჩემსავით ჩემს მეგობარს ყველას გახსოვთ და გტკივათ 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამე“,-წერს იმედიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: