პოსტები სოციალური ქსელიდან

იმ დროინდელი აქტივისტი ვარ, ჟინვალჰესის დაცლას რომ ითხოვდა, მერე ვნატრობდი, მომავალი თაობა ჩვენნაირი სირები არ გამოსულიყვნენ

Nusagi

“მე იმ დროინდელი ეროვნული მოძრაობის აქტივისტი ვარ, ჟინვალის ჰესის დაცლას რომ ითხოვდა. რომელიც ამტკიცებდა რომ, თუ ჟინვალი გასკდებოდა, თბილისს რამდენიმე მეტრიანი ტალღა გადაუვლიდა. კარგად მახსოვს დიდუბეში და პლეხანოვზე ხელმოწერებს როგორ ვაგროვებდით (განსაკუთრებული რისკის ზონად მიგვაჩნდა)
და ერთხელაც ვიღაც ინჟინერს გადავეყარეთ…
სახლში შეგვიპატიჟა…
ჩვენი მოთხოვნები რომ გავაცანით, მშვიდად გვიპასუხა : კარგი გოგო-ბიჭები ხართ. გულანთებული პატრიოტები, მაგრამ ამ “სირობაზე” ხელს ვერ მოგიწერთ, იმიტომ კი არა რომ კარგი კომუნისტი ვარ, იმიტომ რომ კარგი ინჟინერი ვარო…
მერე?
მერე სულ ის მქონდა ნატვრად, რომ ჩვენი მომავალი თაობა გულანთებულ პატრიოტებად აღგვეზარდა, მაგრამ ისე, რომ ჩვენნაირი სირები არ გამოსულიყვნენ…”,- წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: