საზოგადოება

მარიტა მუსელიანი აცხადებს, რომ იურისტთან საუბრის შემდეგ, გადაწყვიტეს, არ გაასაჯაროონ შემომწირველთა ვინაობა

Nusagi

“რიონის ხეობის მცველები” მარიტა მუსელიანი და ვარლამ გოლეთიანი ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შემოწირულობას იღებენ, თუმცა შემომწირველების ვინაობას არ იტყვიან.

“რაც ვნახე, 21 ათასი დაჯდა სცენა, ამაზე დიდი ხარჯი არ გვქონია და ამასთან ერთად, ორგანიზაციის სახელზე არის “მინივენი”, რომლითაც გადავაადგილდებით”, – აცხადებს მარიტა მუსელიანი, მისივე თქმით, 5 დოლარით და 10 ლარით გროვდება თანხები

ისეთმა ხალხმა ჩარიცხა, რომლებიც შრომობენ უკანასკნელი ოფლის ფასად და ისე გზავნიან. ამიტომ ასეთ თანხას თუ მიზნობრივად არ გამოვიყენებთ, უბრალოდ უნამუსობა იქნება”, – თქვა მან.

მარიტა მუსელიანმა განმარტა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გასაჯაროვდება მხოლოდ შემოწირული თანხები, თუმცა შემომწირველთა ვინაობა კონფიდენციალური დარჩება.

“აუდიტს სახელმწიფო ვერ ჩასვამს, რადგან პოლიტიკური პარტია არ ვართ, მაგრამ ჩვენ ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით გავასაჯაროვებთ ამ ინფორმაციას. ადვილი დასაანგარიშებელია მით უმეტეს შემოსავლების ნაწილი, პირდაპირ ამოვბეჭდავთ და კოდების, სახელებისა და გვარის გარეშე გამოვაქვეყნებთ. კონფიდენციალობის დაცვა იქნება საჭირო და დაინახავს საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ არის პირადი შემოწირულობები კერძო პირების მხრიდან, ძირითადად ესაა უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხები”.

ვარლამ გოლეთიანმა ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტეს, არ გაემჟღავნებინათ შემომწირველთა ვინაობა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ, ვინც თანხას რიცხავენ, არ სურთ ვინაობის გამჟღავნება. მეორე მიზეზი კი, მისი თქმით, ისაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიგოს, მაგალითად, საჯარო სამსახურში დასაქმებულებიდან, რაც მათთვის ე.წ. ადმინისტრაციული რესურსია, ვინ გულშემატკივრობს და ეხმარება საპროტესტო აქციას. გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ მათ შემომწირველთა შორის არ არიან პოლიტიკური ძალები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: