განათლება

პროფესიულმა კოლეჯმა „პრესტიჟმა“ ავტორიზაცის პროცესი პროგრამაზე „მევენახეობა-მეღვინეობა“ წარმატებით გაიარა

Nusagi

კოლეჯი „პრესტიჟი“  წარმოადგენს თანამედროვე ევროსტანდარტის შესაბამისად რეაბილიტირებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელმაც წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „მევენახეობა-მეღვინეობა“.

აღნიშნული პროგრამა შემუშავდა ასოციაცია „ქართული ღვინო“-სა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მხარდაჭერით. „მევენახეობა-მეღვინეობის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კოლეჯის დირექტორს, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს ბ-ნ კონსტანტინე დოლიძეს.

„კოლეჯი „პრესტიჟი“-ს ბაზაზე „მევენახეობა-მეღვინეობის“ საგანმანათლებლო პროგრამა დუალური მიდგომით განხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს პარალელურად კოლეჯსა და საწარმოებში სწავლებას დასაქმებით. სტუდენტი თანამედროვე ტექნოლოგიებს ეუფლება პრაქტიკული სწავლებითა და მუშაობით, ამავე დროს ეცნობა რეალურ სამუშაო გარემოს. ყველაზე მთავარი არის, ის რომ კოლეჯის წარმატებულ კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების რეალური შესაძლებლობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „მევენახეობა-მეღვინეობა“ მოიცავს 24-მდე მოდულს და გულისხმობს სწავლებას ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგის ჩათვლით. კოლეჯის კურსდამთავრებულს ეძლევა შესაძლებლობა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ღვინო და ღვინომასალები, დასაქმდეს ქართულ მარნებში, მართოს საკუთარი მცირე მარანი და დაიმკვიდროს თავი მსოფლიო ღვინის ბაზარზე“ – განაცხადა კონსტანტინე დოლიძემ.

მან ასევე ისაუბრა მევენახეობის ტექნიკაზე, რომელიც დუალური პროფესიული პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის კოლეჯ ‘’პრესტიჟს’’ გადაეცა და, ასევე, ქართულ ენაზე სასწავლო მასალა პროგრამის “კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) მიერ, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და (GIZ)-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

კოლეჯთან ერთად პროგრამას ახორციელებენ პარტნიორი სასწავლო საწარმოები, სადაც სწავლის შედეგების 50%-ზე მეტი მიიღწევა. ეს საწარმოები რეგიონში არიან წამყვანი ღვინის კომპანიები: სს „თელავის ღვინის მარანი“; შპს „ღვინის კომპანია შუმი“; შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“; შპს კომპანია „ბესინი“; შპს „მეღვინეობა ხარება“; შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) და სხვა. კოლეჯი „პრესტიჟი“-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა იმ უწყებას, რომლებმაც ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლაში შეიტანეს უდიდესი წვლილი, ესენია: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა საზოგადოება (GIZ) და ღვინის კომპანიებს სს „თელავის ღვინის მარანი“: შპს „ღვინის კომპანია შუმი“; შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“; შპს კომპანია „ბესინი“; შპს „მეღვინეობა ხარება“;

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: