უცხოური მედია

სლოვაკეთმა რუსული Спутник V-ს გამოყენებაზე ნებართვა გასცა

Nusagi

სლოვაკეთმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს გამოყენების ნებართვა გასცა, ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა SME იუწყება.

ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი განკარგულება მზადდება.

პრეპარატით ვაქცინაცია 7 ივნისს დაიწყება. პირველი პარტია სლოვაკეთში ჯერ კიდევ 1 მარტს ჩავიდა და ამ სიტუაციამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ვაქცინის შესყიდვის გადაწყვეტილება იმ დროისთვის მოქმედმა პრემიერმა, იგორ მატოვიჩმა მიიღო, თუმცა მანამდე მან ამის შესახებ პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას არ შეატყობინა. მთავრობაში ჯანმოს ავტორიზაციამდე, რუსული ვაქცინის შესყიდვის წინააღმდეგნი იყვნენ, შედეგად, მატოვიჩი და ჯანდაცვის მინისტრი გადააყენეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,077 ნახვა
%d bloggers like this: