პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ – ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს

Nusagi

დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს, ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები , – ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი,

პარტია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში! 103 წლის წინ ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველო დღეს თავისუფალია და ეს პირველ რიგში მათი დამსახურებაა.

103 წლის წინ საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი მოიპოვა, რაც დღეს, საუკუნეზე მეტი დროის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში.

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. სწორედ ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები 103 წლის წინ.

დღეს 26 მაისია და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილეს. აღმავლობას გისურვებთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,979 ნახვა
%d bloggers like this: