პოლიტიკა

ანდჟეი დუდა: ჩვენ შევძლებთ ქართულ მხარეს ვაქცინების გარკვეული რაოდენობა გავუზიაროთ

Nusagi

ჩვენ შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე პოლონეთის ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელებთან და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან ისაუბრებს.

„მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა გავუზიაროთ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები. ჩვენ შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელებთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან. იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ სიტუაციაში“, – განაცხადა დუდამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,982 ნახვა
%d bloggers like this: