მეცნიერება

ბაიდენმა მოითხოვა, 90 დღეში კორონავირუსის წარმოშობის რეალური მიზეზი მოახსენონ

Nusagi

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სადაზვერვო ორგანოებს მოთხოვა, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა გამოიკვლიონ კორონავირუსის წარმოშობა. ამის შესახებ NBC News იუწყება.

პრეზიდენტის თქმით, დაზვერვამ ვერ შეძლო საბოლოოდ დაედგინა, როგორ წარმოიშვა ახალი ტიპის კორონავირუსი- ადამიანისა და დაავადებული ცხოველის კონტაქტის შედეგად, თუ მიზეზი ერთ-ერთ ლაბორატორიაში მომხდარი ავარიაა.

„დღეისთვის აშშ-ს სადაზვერვო ორგანოები განიხილავენ სცენარის ორ ვარიანტს, თუმცა ჯერჯერობით, საბოლოო შედეგი არ მიუღიათ“,-განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს ლიდერის თქმით, ამერიკული სადაზვერვო უწყება ჯერჯერობით არ ფლობს საკმარის ინფორმაციას, რათა შეფასება დადოს, რომლის თანახმადაც ერთი სცენარი უფრო სარწმუნოა, ვიდრე მეორე.

„მე ვთხოვე სადაზვერვო სამსახურებს, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მივუახლოვდეთ საბოლოო დასკვნას, და მომახსენონ შედეგი 90 დღეში“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაზეთმა Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა გამოძიება, სადაც დაუშვა, რომ პანდემია შესაძლოა, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგია. აშშ-ს დაზვერვა უკვე იძიებს კოვიდ-19-ის წარმოშობის მიზეზს, სპეცსამსახურებმა კი, უკვე წარადგინეს ანგარიში ამ საკითხზე, სადაც დაშვებულია ორი ვერსია- გაჟონვა და ცხოველიდან გადადება. 

შეგახსენებთ, იანვარში ჯანმოს სპეციალისტები უჰანში ჩავიდნენ, რათა ვირუს SARS-CoV-2-ის წარმოშობა დაედგინათ. ექსპერტებმა 2 კვირა მკაცრ კარანტინში გაატარეს, საიდანაც თავიანთ ჩინელ კოლეგებს დისტანციურად ეკონტაქტებოდნენ. შემდეგ მოინახულეს ქალაქის რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ცხოველთა ბაზარი, რამდენიმე საავადმყოფო და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. 

9 თებერვალს, პრეს-კონფერენციაზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სერიოზული გარღვევა მიღწეული არ არის, თუმცა ჩინელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, კორონავირუსის წარმოშობის ჰიპოთეზა გამოიკვეთა. 

შედარებით სარწმუნო ვერსია, ექსპერტების თქმით, მდგომარეობს იმაში, რომ ვირუსი ველური ცხოველიდან შუალედური რგოლის მეშვეობით გადადის. მათი აზრით, ვირუსი შესაძლოა, ჯერ ცხოველის ერთ პოპულაციაში გავრცელდა, სადაც კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და ადამიანების ინფიცირება შეძლო. ჯანმოს დელეგაციამ აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ღამურებში არსებული კორონავირუსსა და კოვიდ-19-ის გამომწვევ კორონავირუსს შორის დიდი მსგავსებაა, ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვნად არ მტკიცდება, რომ ის სწორედ ამ ცხოველებში წარმოიშვა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: