ხელოვნება და კულტურა

გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია

Nusagi

71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.

მთავარი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“), „მოხუცი ჯამბაზები“.

ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორის – „კუკარაჩა“ (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა), „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი).

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,670 ნახვა
%d bloggers like this: