პოლიტიკა

ენძელა მაჭავარიანი ილია დარჩიაშვილს- მქონდა ბედნიერება, როგორც საპარლამენტო ასამბლეის წევრს, იქვე მომესმინა იმ საქმეების შესახებ, რისთვისაც პოლონეთის პრეზიდენტმა ეს მაღალი ჯილდო გადმოგცათ

Nusagi

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტარი, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ვარშავის პირველი, საინაუგურაციო პლენარული სესიის მონაწილე ენძელა მაჭავარიანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ილია დარჩიაშვილს პოლონეთის უმაღლეს ჯილდოს ულოცავს. 

„ილია, საყვარელო ადამიანო, გილოცავ! სულ მემახსოვრება, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის შექმნასა და პირველ სამუშაო სხდომის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის რამდენი იშრომეთ თქვენ, გია ვოლსკიმ და თქვენმა საელჩომ…

საქართველოს ღირსეული ელჩი იყავით პოლონეთში და სწორედ ამიტომაც, თქვენი მოპატიჟება საქართველოს საელჩოში პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარემ მიიღო…

მადლობა უფალს, რომ მქონდა ბედნიერება, როგორც საპარლამენტო ასამბლეის წევრს, იქვე მომესმინა იმ საქმეების შესახებ, რისთვისაც პოლონეთის პრეზიდენტმა ეს მაღალი ჯილდო გადმოგცათ!

მჯერა, კიდევ უფრო მეტი წარმატება და დაფასება გელოდებათ სამშობლოში. თუმცა ისიც ვიცი, რომ თქვენ სწორედ იმ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვისთვისაც ყველა აღიარებაზე, ყველა ჯილდოზე მეტი სამშობლოს უანგარო მსახურებაა!

გულით გილოცავთ! უფალმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ!“,-წერს ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის და პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი – მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც თბილისში, პოლონეთის საელჩოში გაიმართა, ანჯეი დუდამ ილია დარჩიაშვილს პოლონურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალ ეტაპზე გადაყვანაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: