საზოგადოება

თბილისის ნაწილს 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

Nusagi

28 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ღრმაღელე-სამგორის გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

დაგეგმილი სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების აბონენტების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 28 მაისს, დილის 11:00 საათიდან 29 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის N78-ს და მიმდებარე ქუჩებს.

ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში – ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, ასკურავას, მესხის, ურიდიას, გეგუთის, თოდრიას, ჟღენტის, გომარეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის ქუჩას და შესახვევებს, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას და შესახვევებს, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის დასახლების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში – მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,979 ნახვა
%d bloggers like this: