პოლიტიკა

„ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებულმა აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო და ამიტომ აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა

Nusagi

“სამწუხაროა, რომ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებულმა აქციებმა უკვე პოლიტიკური ხასიათი მიიღო”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოფელ გუმათში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, სწორედ პოლიტიკურმა ელფერმა განაპირობა ის, რომ მათ აღარ აქვთ ხალხში ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ჰქონდათ.

„ბუნებრივია, წუხანდელმა მოვლენებმა ყველას გაგვახსენა 8 ნოემბრის ღამე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს არჩევნების მიმართ. სამწუხაროა, რომ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებულმა აქციებმა უკვე პოლიტიკური ხასიათი მიიღო. იგივე დედაქალაქში გამართული მათი აქციები, რომელიც პიკეტირებაში, ბლოკირებასა და საცობებში გადაიზარდა.  ყველაზე მთავარი და გულდასაწყვეტი იყო, როცა მათ მოგვიწოდეს, არ წავსულიყავით 26 მაისის აღლუმზე და მივსულიყავით მათთან აქციაზე. ის, რომ ამ აქციამ შეიძინა პოლიტიკური ელფერი, უკვე ფაქტია და, როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ აღარ აქვთ ხალხში ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ჰქონდათ“, – აცხადებს ბოჟაძე.

გასულ ღამეს თბილისიდან დაბრუნებულმა „რიონის ხეობის მცველებმა“ ღამე გუმათში გაათენეს და რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ. პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: