ეკონომიკა

1 ივნისიდან თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი ეზრდება

Nusagi

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, “თბილისი ენერჯის” უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,983 ნახვა
%d bloggers like this: