ეკონომიკა

არ მომეწონა, როდესაც ქუთაისიდან ჩამოსულ მანიფესტანტებზე ვიღაც თბილისელები ამბობდნენ, ჩამოვიდნენ საიდანღაცო

Nusagi

საქართველო არ უნდა იყოს დენის ექსპორტიორი, ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოგისტიკა და ეს ყველაფერი არის, რაც შემოიტანს საქართველოში ფულს და შემოსავალს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველომ თავის სამყოფი დენი ალტერნატიული წყაროებით უნდა მიიღოს.

„ახალა ვიმყოფები ამსტერდამში მიმავალ თვითმფრინავში. ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ვლაპარაკობ ნამახვანზე, როცა ჰესები შენდებოდა, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ იყო, არ იყო მზის ასეთი ტექნოლოგიები, არ იყო ქარის ტექნოლოგიები, არ იყო წყალბადის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს. ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი ჰესების, დიდი ჰესების გარეშე ამ ეტაპზე.

საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის, ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოგისტიკა, და ეს ყველაფერი არის, რაც შემოიტანს საქართველოში ფულს და შემოსავალს. ჩვენი სამყოფი დენი ამ ალტერნატიული წყაროებით, თუ ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, ამას საქართველოც შეძლებს. ტყუილად ნუ ვეძებთ ველოსიპედის გამოგონებას. ბევრი რაღაც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ავიღოთ – ის, რაც არსებობს თანამედროვე, კარგი, და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია. არ მომეწონა, როდესაც ქუთაისიდან ჩამოსულ მანიფესტანტებზე, ვიღაც ჩვენი თბილისელები ამბობდნენ, ჩამოვიდნენ საიდანღაც. აბა, მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? რომელმაც შეიძლება, თბილისი წალეკოს. როდესაც იქ რაღაც ნიადაგი დაიძრა, მთელი თბილისი აღელვებული და აღშფოთებული იყო. მე მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საქმე უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიებისა, ასეც იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: