პოლიტიკა

პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარასკევს, 28 მაისს სოჭში შეხვდება ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი კავშირების შემდგომი განვითარების აქტუალურ თემებსა და ორი ქვეყნის ერთობლივ პროექტებს.

“28 მაისს სოჭში გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის. ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების, სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აქტუალური საკითხების სფეროები, ისევე როგორც ინტეგრაციის ხელშეწყობა საკავშირო სახელმწიფოში”, – ნათქვამია რუსეთის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,622 ნახვა
%d bloggers like this: