ხელოვნება და კულტურა

რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა

Nusagi

ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა.

ირინა ბიკუჩავა წლების განმავლობაში აფხაზეთის ტელე-რადიო კომპანიაში რეჟისორად მუშაობდა. ის არის რამდენიმე კლიპისა და მცირემეტრაჟიანი ფილმის ავტორი. მათ შორის, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა”.

რეჟისორისთვის „ომის პატარძალი“ პირველი მხატვრული მძაფრსიუჟეტიანი ფილმია, რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს.

ირინა ბოკუჩავა თავდაპირველად მიხაილოვის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული. 

ჟურნალისტი და რეჟისორი გუშინ საღამოს გარდაიცვალა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,053 ნახვა
%d bloggers like this: