საზოგადოება

საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნა

Nusagi

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნა. ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა.

„პატივი მაქვს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში, ვუმასპინძლო ფორუმს „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავებას, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე, სხვადასხვა ინიციატივის შესახებ მსჯელობას“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის გახსნისას.

პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, წელს, ღონისძიება სემინარის ფორმატში ჩატარდება. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და 200-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაციაა ჩართული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,980 ნახვა
%d bloggers like this: