პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე – ჩაფლავდა მოქმედი და ყოფილი ენმ-ის მცდელობა საქართველოსთვის სანქციების დაწესების, აშშ-ს ახალ ბიუჯეტში 88 მილიონი დოლარის დახმრებაა გათვალისწინებული

Nusagi

ანალიტიკოსი და ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველსთვის 88 მლნ. დოლარის გამოყოფას და სენატორების ვიზიტს ეხმიანება.

“ჩაფლავდა მოქმედი და ყოფილი ენმ-ის მცდელობები საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ. მეტიც, ახალ ბიუჯეტში ასევეა საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული. ამავე ახალ ბიუჯეტში სამხედრო განათლების ხაზით საქართველო მრავალმილიონიან დახმარებას მიიღებს. ამ, გარე მავნებლობებით ქვეყანა ზიანდება, თორემ ბოლოს ყველას თავისი სახელი ერქმევა. იმ კვირაში საქართველოს ის კონგრესმენები ეწვევიან, რომლებმაც 2012 წელს, წაგებული არჩევნების შემდეგ, ენმ-ის ლიდერს უთხრეს, “დემოკრატიულად გადააბარე ხელისუფლებაო”. ახლა საინტერესოა ენმ შაჰინის ჩამოსვლამდე შეასწრებს პარლამენტში, თუ მოგვიანებით?! სულაც არ მომწონს “პოლიტელიტის” ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ჯერ პოლიტიკური პროცესის, ხოლო შემდეგ საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟი კრახით დამთავრდა. ადრე განახლებას ვითხოვდი. ამ ყველაფრის შემდეგ სხვა რეალობაა. წესით თვითლიკვიდაციის დროა” – წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,586,998 ნახვა
%d bloggers like this: